28 აპრილს, გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება დაამტკიცა.
უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას ხმა 693 დეპუტატიდან 586-მა მისცა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თითქმის 70 წუთიანი დებატები.
ასევე წინა დღეებში, გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღის მიწოდებას.
Gepard-ის საზენიტო სისტემების მიწოდების ვალდებულება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა საერთაშორისო თავდაცვის ოფიციალური პირების შეხვედრის დროს გამოაცხადა.